საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 კვლევა ტესტით, მათ შორის, 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 707 PCR ტესტით, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 505 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 282 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 211 727-მდე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 813 პირი, აჭარაში – 2 728, იმერეთში – 3 644″, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები