მერკელი: ხელისუფლებაში ყოფნის 15 წლის განმავლობაში ყველაზე რთული წელი იყო

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, “გადაჭარბების გარეშე შეიძლება, ითქვას, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ყველაზე რთული 2020 წელი იყო, რომელიც დასასრულს უახლოვდება”.

ამის შესახებ მერკელმა ხალხისადმი საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

კანცლერმა თანამემამულეებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლა არის “პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში საუკუნის ამოცანა” და მოუწოდა ხალხს, დაწყებული ვაქცინიციის ფონზე მოთმინება გამოიჩინონ.

მერკელის თქმით, ზამთარი იქნება მძიმე.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა არც კორონავირუსით გარდაცვლილები დაივიწყა და აღნიშნა, რომ არსებობენ “გამოუსწორებელი ადამიანები”, რომლებიც ინფექციის საშიშროების შემცირებას ცდილობენ. კანცლერის თქმით, “შეთქმულების თეორიები არა მხოლოდ მცდარია და სახიფათო, არამედ ცინიზმის გამოვლინებაცაა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები