თეა წულუკიანი: მგონია, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს – მინდა, მის აპარატს მოვუწოდო, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწროს

“მგონია, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს, მინდა, მის აპარატს მოვუწოდო, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწროს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა აღნიშნა, რომ იმ საკითხის განხილვას, რომელიც სახალხო დამცველის ინტერესებში უნდა შედიოდეს, მისი აპარატის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრება.

„არ ვიცი, რამდენად გვესწრება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი, არ გვესწრება, რადგან მგონია, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს. ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის შემდეგ არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მინდა, მის აპარატს მოვუწოდო, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თავიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ. ესენი არიან, პირველ ყოვლისა, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა, ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს, პირველ ყოვლისა, მათი საქმეა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები