უახლოესი ათწლეულის ეკონომიკური გიგანტები – ჩინეთი ამერიკას 2028 წელს გადაუსწრებს
გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური და ბიზნესის კვლევის ცენტრის (CEBR) მოხსენების თანახმად, 2028 წელს ჩინეთი გაუსწრებს ამერიკას და მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა გახდება.
ანალიტიკოსების მოსაზრით, ამას ხელს უწყობს ჩინეთის ხელისუფლების მიერ კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში გამოვლენილი ეფექტური ქმედებები.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, კორონავირუსით გამოწვეული უკუგების შემდეგ, 2030 წლისთვის ინდოეთი ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით მსოფლიოში სიდიდით მესამე ქვეყანა იქნება. როგორც ირკვევა, რუსეთი მხოლოდ 2035 წლისთვის შეიძლება, მოხვდეს ათეულში, და ისიც საკმაოდ ძლიერი IT სექტორის წყალობით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი პირველი იყო, ვისაც კოვიდ -19- მა დაარტყა, სწრაფი და მკაცრი ზომების წყალობით, ეპიდემია კონტროლს დაექვემდებარა, ამიტომ, ჩინელებს არ სჭირდებოდათ ე.წ ლოქდაუნები, რამაც ევროპასა და მის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა.
შედეგად, გასულ წელს ჩინეთმა თავიდან აიცილა ეკონომიკური ვარდნა და 2% -იანი ზრდაც კი დაფიქსირდა.
ანგარიშის თანახმად, 2022-24 წლებში ამერიკის ეკონომიკა 1,9% -ით გაიზრდება, 202 წლისათვის კი ეკონომიკური ზრდა 1,6% -მდე შენელდება.
აშშ-სგან განსხვავებით, ამავე პერიოდში ჩინეთის ეკონომიკა 5,7% –ით გაიზრდება, ხოლო 2026 წლისათვის ზრდა 4,5% –მდე იქნება.
გლობალურ ეკონომიკაში ჩინეთის წილი 2000 წლის 3.6% -იდან უკვე 17.8% -ზე გაიზარდა და, მოხსენების ავტორთა თანახმად, 2023 წლისთვის ჩინეთი უკვე კლასიფიცირდება როგორც მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, საშუალო ჩინელი ფინანსურად ბევრად უფრო ღარიბი იქნება, ვიდრე – საშუალო ამერიკელი. ამის მიზეზად ექსპეტრები ჩინეთის მოსახლეობის მრავალრიცხოვნობას ასახელებენ. ამჟამად ჩინეთში 4-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს ვიდრე შეერთებული შტატები.
2021-2025 წლებში ბრიტანეთის ეკონომიკა Brexit– ის შემდეგ წელიწადში 4% –ით გაიზრდება.
ინდოეთმა, რომელმაც დიდ ბრიტანეთს 2019 წელს გაუსწრო და მსოფლიოში მეხუთე ადგილი დაიკავა, პანდემიის გამო უკან დაიხია და, CEBR– ის თანახმად, ბრიტანეთს კვლავ 2024 წელს დაეწევა.
2027 წელს ინდოეთი გაუსწრებს გერმანიას, ხოლო 2030 წლისთვის – იაპონიას.