ამირან გამყრელიძე: 3 იანვრიდან სრული ,,ლოქდაუნის,, გამოცხადებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა არ ყოფილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 3 იანვრიდან სრული ,,ლოქდაუნის,, გამოცხადებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა არ ყოფილა.

მისივე თქმით, თუ ეპიდვითარება არსებულ დონეზე შენარჩუნდება, ე.წ ლოქდაუნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.

“ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ეპიდსიტუაცია იქნა მსგავსი, როგორიც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი განხილული არ იქნება, მაგრამ ის შეზღუდვები იქნება, რაც 2-თვიანი გეგმით არსებობს”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები