დაღუპული სამხედროების შვილებს მინისტრის საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  ინიციატივით, სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებმა მინისტრის საჩუქრები მამების მეგობრებისგან მიიღეს. უწყების ცნობით, სამხედროები გმირების ოჯახებს სახლებში ესტუმრნენ და iPad-ები, „ჰაიქსის“ ფირმის აქსესუარები და ტკბილეულობა გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები