გაერთიანებულ სამეფოში, ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 49.1%-ით გაიზარდა – ნახევარი კი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახალ შტამთან

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლაბორატორიაში (Milton Keynes) მოხდა კოვიდის ეპიდ-აფეთქება. კორონავირუსი დაუდგინდა მეცნიერთა 4 ჯგუფიდან, სამის წევრებს, ადმინისტრაციისა და საწყობის თანაშმრომლებს. უცნობია კონრეტულად რამდენ ადამიანს აქვს კოვიდი, თუმცა, ამ დროისათვის ცნონილია, რომ 70 თანამშრომლიდან 20 არის თვითიზოლაციაში. ვარაუდობენ, რომეპიდ-აფეთქება გამოიწვია ლაბორატორიის ზედმეტმა გადატვირთვამ, რადგან ქვეყანაში კოვიდის ახალი შტამის შედეგად გაზრდილი ინფიცირების პარალელურად, იზრდება ტესტების რაოდენობაც და საჭიროა მოთხოვნაზე შესაბამისად პასუხი.

გაერთიანებული სამეფოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება. 25 დეკემბერს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 32 725 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 570 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მორიგი ეროვნული დონის „ლოქდაუნის“ გამოცხადების ალბათობა არ გამორიცხა. მისი განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლაში ერთადერთი გამოსავალი მაქსიმალურად მკაცრი ზომების მიღება, მასობრივი ტესტირება და ვაქცინაციაა. ბორის ჯონსონმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება.

ბოლო 7 დღის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 49.1%-ით გაიზარდა. ხოლო, მხოლოდ ქ. ლონდონში, სადაც მეოთხე დონის შეზღუდვები მოქმედებს, ინფიცირებულთა რაოდენობა გასამმაგდა.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, კოვიდის ახალი შემთხვევების ნახევარი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახალ შტამთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები