“შეუძლებელია, 8 პოლიტიკური სუბიექტიდან და მასში შემავალი 13 პარტიიდან არავინ იფიქროს რაციონალურად, როდესაც დარწმუნდებიან, რომ ე.წ „ევროპული საქართველოსა” და „ნაცმოძრაობის” გეგმები ჩაშლილია, რომ რევოლუცია ამ ქვეყანაში გამორიცხულია”
“შეუძლებელია, 8 პოლიტიკური სუბიექტიდან და მასში შემავალი 13 პარტიიდან არავინ იფიქროს რაციონალურად და სახელმწიფოებრივად, როდესაც დარწმუნდებიან, რომ ე.წ „ევროპული საქართველოსა” და „ნაცმოძრაობის” რადიკალური ფრთის გეგმები ჩაშლილია, რომ რევოლუცია ამ ქვეყანაში გამორიცხულია, მით უმეტეს, დაბრალებისა და გამოგონილი გაყალბების ფონზე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, რეალურად, უკვე ყველა დარწმუნდა, სუბიექტურად მოფიქრალი ადამიანების უდიდესი ნაწილიც კი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები კი არა, PVT გაყალბდა.
მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება ოპოზიცია და ისინი პარლამენტში უნდა შემოვიდნენ.
„მათი ქმედებების მიუხედავად, ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება ოპოზიცია და ისინი პარლამენტში უნდა შემოვიდნენ. ეს არის იმედი, რომელიც გამყარებულია არგუმენტებით იმიტომ, რომ შეუძლებელია, 8 პოლიტიკური სუბიექტიდან და 13 პარტიიდან, რომელიც ამ 8 პოლიტიკურ სუბიექტში შედის, არავინ იფიქროს რაციონალურად, პრაგმატულად, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამოვიდნენ და როდესაც დარწმუნდებიან, რომ ე.წ „ევროპული საქართველოს” და „ნაცმოძრაობის” რადიკალური ფრთის გეგმები ჩაშლილია (ამაში მაგალითად PVT–ის გაყალბების რეალური ფაქტი, ISFED-ის ხელმძღვანელის გადადგომის ფაქტი კიდევ ერთხელ გაუმყარებს რწმენას), რომ რევოლუცია გამორიცხულია ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, დაბრალების ფონზე და გამოგონილი გაყალბების ფონზე. ამის შემდეგ, მგონია, რომ დროთა განმავლობაში ისინი რაციონალურ და ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ და არამხოლოდ რომელიმე პარტიისთვის.
შეიძლება, რომელიმე პარტიას რაღაც აწყობდეს, მაგრამ ეს არ აწყობდეს ქვეყანას და ეს ყველაფერი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამომდინარეობს ერთი მთავარი საკითხიდან – არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა. რეალურად უკვე ყველა დარწმუნდა, სუბიექტურად მოაზროვნე ადამიანების უდიდესი ნაწილიც კი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები კი არა, PVT გაყალბდა და ამიტომ ამ სიმართლეზე დაყრდნობით რაციონალიზმი სხვა რამეს ნიშნავს კიდევ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.