თბილისის რომელ სუპერმაკეტებშია ყველაზე ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ხილ-ბოსტნეული – East Fruit-ის რეიტინგი

ვინ ყიდის ყველაზე იაფ და ხარისხიან ხილ-ბოსტნეულს – ქართული სუპერმარკეტების რეიტინგი East Fruit-მა გამოაქვეყნა.

FAO-ს, EBRD-ისა და EU4Business-ის მიერ მხარდაჭერილი ელექტრონული პლატფორმა East Fruit-ის რეიტინგის თანახმად, პროდუქტის ხარისხის, ასორტიმენტის, სექციის წარმოჩინებისა და ფასის მიხედვით პირველ ადგილზე სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკოა“, მეორე ადგილზე კი – „ლიბრე“.
რეიტინგი ასე გამოიყურება:

სუპერმარკეტების ხილ-ბოსტნეულის განყოფილება შეფასდა ოთხი კრიტერიუმით: პროდუქტის ხარისხი, ასორტიმენტი, სექციის წარმოჩინება და ფასი. კვლევა 2019 წელსაც ჩატარდა, თუმცა, ამჯერად, სუპერმარკეტების პოზიციები შეცვლილია.
2019 წელთან შედარებით, გაუარესდა Carrefour-ის პოზიციები. კვლევაში აღნიშნულია, რომ „ნიკორამ“ „აგროჰაბს“ ხარისხის მაჩვენებლით გადაუსწრო, თუმცა, ასორტიმენტის მრავალფეროვნებით „აგროჰაბი“ უპირატეს მდგომარეობაშია.
ახალი რეიტინგით, “გუდვილი” და „სპარი“ რეიტინგში ბოლო ადგილებზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები