თამარ გაბუნია: ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 1664 თავისუფალი საწოლია, რაც კარგი მაჩვენებელია

“ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 1664 თავისუფალი საწოლია, რაც კარგი მაჩვენებელია”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება.

„რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, გარკვეული შემსუბუქება ამ კუთხითაც შეინიშნება. დილის მონაცემებით, კლინიკებში იყო 5672 პაციენტი, მათ შორის, რეანიმაციაშია 350, ინტენსიური თერაპია კი სჭირდება 1257 პაციენტს. თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, აჭარაში 400-ზე მეტი თავისუფალი საწოლია, გუშინ კი 100-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა გვქონდა. მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით 1664 თავისუფალი საწოლია, რაც კარგი მაჩვენებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები