არჩილ თალაკვაძე: ჩვენს თანამოქალაქეებსა და ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს, ვულოცავ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საზოგადოებას შობის დღესასწაულს ულოცავს. მილოცვას თალაკვაძე Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
,,საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს თანამოქალაქეებსა და ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს, ვულოცავ.
განსაკუთრებით, ვულოცავ 2020 წლის გმირებს – ექიმებსა და ექთნებს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, სპეციალური სამსახურების თანამშრომლებს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და ბედნიერებას! ნათელი მომავლის საწყისი ყოფილიყოს შობა თქვენთვის“, – აცხადებს თალაკვაძე.