ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ სამი ადამიანი ემსხვერპლა და ინფიცირების ასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ სამი პაციენტი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან 105 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემით, ვირუსი კიდევ 101 ადამიანს გამოუვლინდა, სულ 8236 დადასტურებული შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში 111 ადამიანი მკურნალობს, მათგან 39-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტი იმყოფება, ოჩამჩირეში 22, ტყვარჩელში 18, ხოლო გაგრის კლინიკაში 47.
სოხუმის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში 49 პირია მოთავსებული, ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
ე.წ.რესპუბლიკაში ვირუსის დამარცხება სულ 6 508-მა ადამიანმა შეძლო.