თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს
თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს.
დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ქალაქის მერი, კახა კალაძე წარადგენს.
თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, საიდანაც ბიუჯეტის მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ნაწილს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია ბიუჯეტიდან 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.
კერძოდ, განხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თემქის ხევისა და ვარკეთილის ხევის პარკების მოწყობა, ასევე, იგეგმება ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციის დაწყება.