შალვა ნათელაშვილი: ჩემთვის დიდად პატივსაცემ ქალბატონს, კელი დეგნანს მინდა, შევახსენო, რომ მოსახლეობამ “ლეიბორისტული პარტიიდან” არა ერთი, არამედ საკმაოდ ბევრი დეპუტატი აირჩია
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ არჩევნების შედეგად ხალხმა მისი პარტიიდან უფრო მეტი წარმომადგენელი აირჩია, ვიდრე ეს არჩევნების შედეგებში აისახა.
შალვა ნათელაშვილის შეფასებით, ეს არ იყო არჩევნები და საერთაშორისო პარტნიორებმა ეს ყველაზე კარგად იციან.
“ჩემთვის დიდად პატივსაცემ ქალბატონს, კელი დეგნანს მინდა, შევახსენო, რომ მოსახლეობას “ლეიბორისტული პარტიიდან” ერთი დეპუტატი არ აურჩევია, მან აირჩია საკმაოდ ბევრი დეპუტატი ჩვენი პარტიიდან, რათა დაგვეცვა ხალხის ძირითადი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური უფლებები, რათა გვებრძოლა საერთაშორისო არენაზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, რუსი ოლიგარქის მიმართაც მათ შორის. ეს, რაც ჩატარდა, არ იყო არჩევნები და ამას ყველაზე კარგად ხედავდნენ ჩვენი მეგობრები – ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლების სახით”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილი, პოლიტიკა