კახაძე გიორგი – გახარიას: დამაიმედებელი სიტყვები იყო, რომ ჯანმრთელობის გარშემო კონსოლიდირება ერთ-ერთი პრიორიტეტია თქვენს პროგრამაში, რადგან მედიცინას სჭირდება სახელმწიფოს გვერდზე დგომა
“ძალიან დამაიმედებელი სიტყვები იყო, რომ ჯანმრთელობის გარშემო კონსოლიდირება ერთ-ერთი პრიორიტეტია თქვენს პროგრამაში, რადგან მედიცინას სჭირდება სახელმწიფოს გვერდზე დგომა”, – ასე მიმართა პარლამენტის წევრმა, ვლადიმერ კახაძემ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მას შემდეგ, რაც მან სამთავრობო პროგრამა წარუდგინა პარლამენტს.
ვლადიმერ კახაძის თქმით, დღეს მსოფლიოს სტრატეგია არის ჯანმრთელობა.
„პანდმიამ აჩვენა, რომ მსოფლიო გაერთიანდა ჯანმრთელობის გარშემო. ჯანმრთელობის გარშემო უნდა მოხდეს ეკონომიკის, განათლების, სამართლის, ყველა მიმართულების კონსოლიდირება და თავმოყრა ყველა პოტენციალის.
დიდმა გამოწვევამ ჩვენს კერძო სექტორს დიდი გამოცდა მოუწყო, მადლობა მინდა, ვუთხრა კერძო სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს, ვინც თავისი პოტენციალი და რესურსი მოახმარა ქვეყნის რთული მდგომარებიდან გამოსვლას და ვფიქრობ, კარგი შეთავაზება იყო ის საკანონმდებლო ლიბერალიზაცია, რომელიც საგადასახადო პოლიტიკას შეუწყობს ხელს, როგორც მათ განვითარებას, ასევე ინვესტიციების მოზიდვას ამ სფეროში, მაგრამ მე როგორც ექიმს, კარგზე ფიქრის დრო არ მაქვს, ყველა ექიმი ფიქრობს გართულებაზე, რამე არ დაგვემართოს და ვიფიქროთ წინასწარ და სამარქაფო პოტენციალი შევუქმნათ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ერთი დახმარება მინდა, გავუწიოთ კერძო სექტორს, სახელმწიფო კომპონენტის, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერებას იმიტომ, რომ ახლა ბიოლოგიურ შეტავას გავუძელით, ღმერთმა დაიფაროს და მოხდეს რამე სტიქიური გამოწვევა, მოხდეს სხვა კონფლიქტები, მედიცინას სჭირდება სახლემწიფოს გვერდზე დგომა”, – განაცხადა დეპუტატმა.
მან პრემიერმინისტრს კითხვით მიმართა – „როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების სტრუქტურურლ კომპონენტზე, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე მის საკადრო პოლიტიკაზე იმიტომ, რომ ჩვენ, ყველა პოტენციური პაციენტები ვართ. ამიტომ, მედიცინაში ფული უნდა ჩაიდოს არა გაკეთებულ საქმეში, არამედ – გასაკეთებელ საქმეში. ეს გასაკეთებელი საქმე შეიძლება, ბევრი ჰქონდეს მედიცინას”.