გიორგი გახარია: სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა “ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან”.
ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
“სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ყველაზე სწორი და სწრაფი გზა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისდა რაც მთავარია ნდობის აღდგენის”,- განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა
მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და პოლიტიკის განსაზღვრაში სრულად უნდა იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.
„საქართველოს მთავრობის მიდგომა იქნება უფრო სტრუქტურირებული, ჩვენ ყველას გვჭირდება ერთიანი,გააზრებული პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, პოლიტიკა, რომელშიც იქნება ჩართული ყველა ის უწყება, რომელსაც აქვს პირდაპირი ურთიერთობა და კავშირი ამ პრობლემის მოგვარებასთან – ეს უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგების სამინისტრო, შესაბამისი სპეციალური სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა.შ. ეს უნდა იყოს სტრუქტურირებული, კონსოლიდირებული პოლიტიკა საქართველოს მიდგომის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ამ პოლიტიკის განსაზღვრაში სრულად უნდა იყვნენ ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.