“შეიძლება, მოხდეს ისე, რომ საქართველოში რამდენიმე მწარმოებლის ვაქცინა შემოვიდეს”
პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შეიძლება, მოხდეს ისე, რომ საქართველოში რამდენიმე მწარმოებლის, “კოვიდ 19″-ის ვაქცინა შემოვიდეს.
მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნა ვაქცინის ეფექტიანობაა.
„ყველა ქვეყანა, მათ შორის, ჩვენ მოლაპარაკებას რამდენიმე მწარმოებელთან ვაწარმოებთ. შეიძლება – მოხდეს ისე, რომ რამდენიმე მწარმოებლის ვაქცინა შემოვიდეს. მთავარი მოთხოვნაა ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. მეორე მთავარი მოთხოვნაა, ვაქცინაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნებართვა იყოს მიცემული. იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნის მიერ წარმოებული ვაქცინა იქნება საქართველოში, პასუხი არ მაქვს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.