დავით სერგეენკო: მინისტრთა ცვლილებები ერთგვარ „რესტარტებს“ გამოიწვევდა, რომლის უფლება და ფუფუნება ახლა არ გვაქვს

“მინისტრთა ცვლილებები ერთგვარ „რესტარტებს“ გამოიწვევდა, რომლის უფლება და ფუფუნება ახლა არ გვაქვს”, – ასე ხსნის პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო იმ ფაქტს, რომ მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად საკანონმდებლო ორგანოს უცვლელი შემადგენლობით წარედგინა.

მისივე თქმით, პანდემიის ფონზე ცვლილებების განხორციელება სწორი არ იქნებოდა.

„რეალურად, არის საომარი ვითარება, რაც პანდემიამ შექმნა, არის ბრძოლა უხილავ მტერთან. სამთავრობო გუნდმა, პრემიერმინისტრმა და პარტიამ გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე არ იქნებოდა სწორი ცვლილებების განხორციელება, რადგან მიმდინარე პროცესები უწყვეტ მართვას საჭიროებს. მინისტრთა ცვლილებები გამოიწვევდა რეფორმების გადახედვას, ერთგვარ „რესტარტებს“, რომლის უფლება და ფუფუნებაც ახლა არ გვაქვს”, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები