პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მის მიერ დამტკიცებულ მთავრობას ლეგიტიმაცია ვერ ექნება.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ ადგილზე მიტანილი აქვთ გაყალბებული ოქმები.

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები