ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ონლაინ გამართა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართა.
2018-2021 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანას მხარი 12-ვე მუნიციპალიტეტმა დაუჭირა. პროექტებში ცვლილებები განახორციელეს ქუთაისის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა. განსახილველად წარდგენილი იყო 21,944,036.30 ლარით დაფინანსებული 77 პროექტი.
ცვლილებები განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში. განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერებისა და ფასადების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობის, სპორტული ობიექტების მოწესრიგების საკითხები.
ონლაინ შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს თითოეული პროექტის შესახებ და აღნიშნეს, რომ ყველა პროექტი მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით არის გაწერილი.
ამასთან, ზვიად შალამბერიძემ რეგიონში Covid-19-ის მართვის პროცესსა და არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, 28 ნოემბერს დაწესებულმა შეზღუდვებმა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება.