სალომე ზურაბიშვილმა თორნიკე რიჟვაძესთან, კონსულტაციის მიზნით, შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, კონსულტაციის მიზნით, თორნიკე რიჟვაძესთან, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად არის წარდგენილი, შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას თორნიკე რიჟვაძე საქართველოს პრეზიდენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრების კანდიდატების შესახებ ესაუბრა.