შსს-მ თბილისში “გალფსა” და მარკეტზე თავდამსხმელი ყაჩაღობისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ო.ტ., ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, თავს დაესხა „გალფის“ ავტოგასამართ სადგურს და ოპერატორს იარაღის მუქარით 100 ლარი გასტაცა.

“სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ო.ტ. მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – RETAY XR-ის მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულმა აღიარა, რომ 2020 წლის 16 დეკემბერს ასევე თავს დაესხა იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „იოლის“ ფილიალს, ცივი იარაღის მუქარით მაღაზიის სალაროდან 200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული თავისუფლების  5-დან 7 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები