ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მზარდია – 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19 კიდევ 140 ადამიანს დაუდასტურდა, პანდემიის დაწყებიდან ეს უკვე 8011-ე შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში 111 ადამიანი მკურნალობს, მათგან 30-ის მდგომარეობა მძიმეა, 24-ის კი – საშუალო სიმძიმის.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პირია მოთავსებული, ოჩამჩირეში – 23, ხოლოდ გაგრაში – 42.
რაც შეეხება მრავალპროფილურ ჰოსპიტალს, აქ 60 პაციენტი იმყოფება, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსს სულ 102 ადამიანი ემსხვერპლა, 6173 პირი გამოჯანმრთელდა.