თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ უკანონოდ აშენებული კიდევ რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა
თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა რამდენიმე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელეს.
დემონტაჟის დაწყებამდე, 18 დეკემბერს თბილისის მერიაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მერიამ შენობა-ნაგებობების მშენებლები გააფრთხილეს, რომ 4 დღეში უკანონო შენობების დემონტაჟი უნდა განეხორციელებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერია დემონტაჟს საკუთარი ძალებით განახორციელებდა.
რამდენიმე დღის წინ მერიამ უკანონოდ აშენებულ ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრა.