ცხინვალმა ე.წ. რესპუბლიკაში “წითელი ჯვრის” მისია ერთი წლით გაახანგრძლივა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ.რესპუბლიკაში “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის მისია კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
აღინიშნება, რომ მისიის გახაბნგრძლივების გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ ორგანიზაცია ე.წ. რესპუბლიკის მოსახლეობას ჰუმანიტარული, ასევე, სხვა სახით ეხმარება.
მისიის დასრულების ვადად 2021 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.
“წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2004 წლიდან მუშაობს.