შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს – სამართალდამრღვევს 5 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, აბაშის რაიონის სოფელ წყემში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სასაქონლო ზედნადების გარეშე – 6 კბ.მ ხე–ტყის (დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი ჩამოერთვა.