საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ProductTank Tbilisi ბრუნდება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ProductTank Tbilisi ბრუნდება.

როგორც ,,კვირას” სააგენტოდან აცნობეს, გლობალური შეხვედრების სერია პროდუქტმენეჯმენტის შესახებ – ProductTank – 23 დეკემბერს, 20:00 საათიდან კიდევ ერთი საინტერესო საღამო გაიმართება.

ღონისძიები სსერიას Tbilisi Startup Bureau უკვე 2 წელია სისტემატურად მასპინძლობს და ამ დროის მანძილზე მუდმივად მზარდი პროდუქტქომუნითი ახლა უკვე 1700 ადამიანს შეადგენს. 23 დეკემბრის კონფერენციაზე გაიმართება ასევე პანელური დისკუსიები. ამ შეხვედრის თემა პრიორიტეტიზაციაა და თემის შესახებ ისაუბრებენ სპიკერები: სოფიო გაჩეჩილაძე და ზურა ფაჩოშვილი.

,,სოფიო გაჩეჩილაძე ,,აჭარაბეთის” UX თრაიბის ლიდერია. მისი თემა, სათაურით „დაუნდობელი პრიორიტეტიზაცია“ შეეხება იმას, თუ როგორ ვანიჭებთ პრიორიტეტს სხვადასხვა ფუნქციონალის განვითარებას და რა ასპექტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება პრიორიტეტიზაციის პროცესში. ის გაგვიზიარებს აჭარაბეთის პროდუქტის გუნდის მიერ შემუშავებულ ინსტრუმენტებსა და შაბლონებს პრიორიტეტიზაციის გასაუმჯობესებლად.

ზურა ფაჩოშვილი ANATOMY 16-ის თანადამფუძნებელია. ის ისაუბრებს პრიორიტეტებზე MVP-ის გარშემო, მოგვიყვება, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება MVP-ის დადგენამდე და როგორ ავარჩიოთ MVP.

ღონისძიებას კი მოდერაციას გაუწევს WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნოდო ივანიძე.

კონფერენცია გაიმართება Zoom პლატფორმის დახმარებით დაპარალელურად მოხდება მისი ლაივსტრიმი Facebook-ზე. გამოსვლების შემდეგ კი ზემოთხსენებული პლატფორმებიდან შეხვედრა, უშუალოდ ვირტუალური ნეთვორქინგისათვის შექმნილ პლატფორმა Wonder-ზე გადაინაცვლებს. შეხვედრაზე დასწრება ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცა საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას შემდეგ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/275197175/

ღონისძიების პარტნიორია ,,აჭარაბეთი”,”- ნათქვამია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები