ეკატერინე ტიკარაძე: დღეისათვის საწოლფონდი 10-ჯერ არის გაზრდილი – მობილიზებულია 95 კლინიკა 7 200-მდე საწოლით
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საწოლფონდზე ისაუბრა.
ტიკარაძის განცხადებით, მარტის თვესთან შედარებით საწოლფონდი 10-ჯერ გაიზარდა.
„რაც შეეხება საწოლფონდს, თუ მარტის დასაწყისში მობილიზებული საწოლფონდი შეადგენდა 15 კლინიკის 826 საწოლს, მაჩვენებელი დღეისათვის 10-ჯერ არის გაზრდილი. დღეს სისტემა 95 მობილიზებული კლინიკის 7 200-მდე საწოლით არის წარმოდგენილი”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.