“პირდაპირ ვამბობ, საქართველოში არის პირბადეები, რომლებიც არასამედიცინოა, ჩვეულებრივი ტუალეტის ქაღალდია, რომელიც შეფუთულია ცელოფანში” – გიორგი ფხაკაძე
“ახალი კორონავირუსის შტამით არაფერი არ შეიცვალა, ეს არის არსებული, Covid ვირუსის ბიძაშვილი, ვირუსი მრავლდება ადამიანში და ნორმალური მოვლენაა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
„ყველა შეშინდა კორონავირუსის ახალ შტამზე და რა, ძველი შტამი დაგავიწყდათ, რამე შეიცვალა? ვუყურებდი, რა ხდებოდა თბილისში, საახალწლო ნაძვის ხეზე, ეს არის კარანტინი?
ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ბევრმა ბიზნესმა დაკარგა ფული და ახლა ხალხი გამოდის, დადის დღეობებსა და დაბადების დღეებზე და ესენი არიან ადამიანები, რომელთა ბრალიც არის ის, რომ მოსახლეობა დაჯდა სახლში და ბიზნესი გაჩერდა. აქ მთავრობა არაფერ შუაშია, დამაშავე არის ხალხი, ვინც არ მიყვება არსებულ რეგულაციებს, ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ დავიცვათ, მაგრამ მაინც არ ვაკეთებთ ამას. ერთადერთი გამოსავალი იქნება ექვსკვირიანი დასჯა, სახლიდან რომ არ უნდა გამოხვიდე, ისეთი.
პირდაპირ ვამბობ უკვე, საქართველოში არის პირბადეები, რომლებიც არასამედიცინოა, ჩვეულებრივი ტუალეტის ქაღალდია, რომელიც შეფუთულია ცელოფანში და ამას პირპადეს არქმევენ. ამავე დროს, არავინ არის, ვინც იტყვის, რომ პირბადეები არის კარგი იმიტომ, რომ სერტიფიცირების ლაბორატორია საქართველოში არ არსებობს. ასევე, არ არის ხელშეკრულება საზღვარგარეთის ლაბორატორიებთან, რომლებმაც შეიძლება, ეს გააკეთონ”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.