გიორგი ფხაკაძე: კორონავირუსის ახალი შტამი ზარია ჩვენთვის, ვირუსი არსად წასულა, იგი გამრავლების კუთხით უფრო აგრესიულია

„კორონავირუსის ახალი შტამი ძალიან კარგი ზარია ჩვენთვის, რომ გამოვფხილდეთ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ სჯერა ახალი ვირუსი და მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ნაადრევი გახსნები და მუშაობა შეიძლება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

„ვირუსი არსად  წასულა, იგი განიცდის მუტაციას, მაგრამ ძირითად პროცესებში ეს ვირუსი ისეთი საშიში არ უნდა იყოს. ვირუსებს ახასიათებთ, რომ მუტაციის შედეგად ქრებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, Covid ვირუსი ასე არ შემსუბუქდა.

კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ვიცით მხოლოდ ის, რომ გამრავლების კუთხით არის უფრო აგრესიული, სიკვდილიანობაზე არაფერი ვიცით, ეს გამოჩნდება 3-4 კვირაში, უნდა დაველოდოთ, წინანსწარ რამის თქმა არასწორია.

ვირუსი ვრცელდება და ერთადერთი, რაც ჩვენ გვაქვს, არის სამედიცინო პირბადე, ყველა პირბადეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კოდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სამედიცინო პირბადეში არის მესამე შრე, რომელიც გვიცავს, რომ ბაქტერიამ არ მოაღწიოს ჩვენამდე, ეს არის მთავარი კონცეფცია. ყველა პირბადე ერთნაირად გამოიყენება, მთავარია, შიგნით რა დევს და ეს უნდა ნახოს ლაბორატორიამ, რომელიც საქართველოში არ არის”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები