ჰანს კლუგე: საქართველოში ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები რჩება, დიდი შრომით მოპოვებული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს

“საქართველოს ხელისუფლებისა და, კონკრეტულად, პრემიერმინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე უდავოდ სანაქებოა”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჰანს კლუგემ გიორგი გახარიას ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს როგორც ახალ კორონავირუსზე საპასუხო ქმედებები, ასევე – გრძელვადიანი თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში.

„რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების და, კონკრეტულად, პრემიერმინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირებას ახალი კორონავირუსის პანდემიაზე, უდავოდ სანაქებოა. ჩვენ კლებადი მაჩვენებლების მომსწრენი ვართ. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვია ქვეყანაში დაწესებულმა შემზღუდავმა ზომებმა. ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები რჩება. დიდი შრომის შედეგად მოპოვებული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს წინასაახალწლო პერიოდში. მთელს ევროპაში შეინიშნება პანდემიური გადაქანცვა. გვესმის ხალხის განცდები, მაგრამ შობა-ახალი წლის წინასწარ მილოცვასთან ერთად მინდა, საქართველოს მოსახლეობას ვუსურვო, უსაფრთხოდ გადაეტანოს ეს დღეები იმ პრინციპით, რომ თუ ჩემს თავს ვუფრთხილდები, ესე იგი, ჩემ ირგვლივ მყოფებსაც ვიცავ, რადგან მიყვარს ისინი”, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები