დავით სერგეენკო: პარლამენტში ოპოზიცია რომ არ არის, ჩემთვის დისკომფორტის მომტანია
“პარლამენტში ოპოზიცია რომ არ არის, ჩემთვის დისკომფორტის მომტანია, რადგან ეს არ არის ნორმალური”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკო იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა.
“ის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის, ჩემთვის, რა თქმა უნდა, დისკომფორტის მომტანია, არ არის ნორმალური და ისევ მრჩება იმედი, თუმცა, სულ უფრო და უფრო ნაკლები, რომ ოპოზიციის ნაწილი შემოვა.
მთავრობის დამტკიცებას რაც შეეხება, 8-ჯერ გავიარე ეს პროცედურა და საკმაოდ ინტენსიური დისკუსია იყო. მე ჩემი მხრივ შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ეს არ იქნება დითირამბების მიმძღვნელი შეხვედრა, არამედ იქნება კრიტიკული და მწვავე კითხვები და დისკუსიებიც”, – განაცხადა სერგეენკომ.