გამკაცრებული შეზღუდვები ვირუსის ახალი შტამის გამო – გაერთიანებულ სამეფოსთან ქვეყნები მომოსვლას კრძალავენ

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ასევე, კოვიდის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების გამო, ლონდონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში „მეოთხე დონის“ შეზღუდვები ამოქმედდა.

პრემიერმა ჯონსონმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი, თუმცა, გამოწვეული იყო ვირუსის ახალი შტამის მაღალი და სწრაფი გავრცელებით.

მაღალი განგაშის ზონაში მოქცეულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლები არ უნდა დატოვონ. გამონაკლისია სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით გადაადგილება. მომსახურეობის სექტორმა მუშაობა შეწყვიტა. აუცილებელია სახლიდან მუშაობა, თუ ეს შესაძლებელია. ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დაიხურა. „მეოთხე დონის“ შეზღუდვების ქვეშ მყოფი ქალაქების მოსახლეობამ აღნიშნული ზონა არ უნდა დატოვოს.

ამ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე სხვა ქალაქებში მცხოვრები ოჯახის წევრების მონახულება ეკრძალებათ.

შოტლანდიის მთავრობამ ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 26 დეკემბრიდან „მეოთხე დონის“ შეზღუდვები შოტლანდიის 4 ქალაქში დაწესდება. შოტლანდიის მთავრობა მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, რომ დღესასწაულებზე სახლში დარჩნენ, თუმცა, თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ შობის დღესასწაულზე 2 ოჯახის შეკრებაზე მეტი არ არის რეკომენდებული.

შეზღუდვები, დაახლოებით, 18 მლნ ადამიანს შეეხება. 20 დეკემბერს გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 27 052 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 534 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის დიდი ნაწილი გამოცხადდა მაღალი განგაშის ზონად (Tier 4), წინა საშობაო პერიოდში დაიხურება მაღაზიები და ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმის (British Retail Consortium) განცხადების თანახმად, ათასობით სამუშაო ადგილი დადგება რისკის ქვეშ. ანალიტიკოსების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მაღალი განგაში არაა გამოცხადებული ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ეს ისეთივე გამოწვევა იქნება სხვა რეგიონებისთვის, როგორც ქვეყნის სამხრეთი ნაწილისთვის, შესაბამისად, მთავრობას მოუწევს, რომ დამატებით დაეხმაროს ბიზნესს და გააგრძელოს პროგრამები 2021 წელსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირას ლონდონი გადავიდა მაღალი სიფრთხილის ზონაში (Tier 3).
შოტლანდიის მოქალაქეებს, შოტლანდიის გარეთ, სხვა ქალაქებში მოგზაურობა ეკრძალებათ. მთავრობის რეკომენდაციით, დღესასწაულებზე 8 ადამიანზე მეტი არ უნდა შეიკრიბოს, შეკრების დროს აკრძალულია კერძებისა და დანა-ჩანგლების გაზიარება. თუ შეკრებაზე მყოფ რომელიმე ადამიანს კორონავირუსის სიმპტომი გამოუვლინდება, ყველა სტუმარი ტესტის პასუხამდე, თვითიზოლაციაში გადავა.

კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი შტამის გამო, ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს.

საფრანგეთმა კვირიდან 48 საათის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოდან ყველა მოქალაქის შესვლა, სატვირთო გადაზიდვები, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მოძრაობა აკრძალა.
გერმანიამ, კანადამ იტალიამ და ნიდერლანდებმა ბრიტანეთიდან ფრენები შეწყვიტეს. გაერთიანებული სამეფოდან ავია და საზღვაო რეისებზე შეზღუდვები დააწესა ირლანდიამაც. ამასთან, ქვეყანასთან საჰაერო და სარკინიგზო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება ბელგიამაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები