ზაალ უდუმაშვილი: ველოდებით მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის დანიშვნას – უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით

“როგორც კი მეხუთე რაუნდი დაინიშნება, ჩვენ მზად ვართ, მივიდეთ მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმ განცხადებებისა და ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის, რათა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების საბოლოო პოზიცია მოისმინოს.

„ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდის დანიშვნას და მეტს არაფერს. როგორც კი მეხუთე რაუნდი დაინიშნება, ჩვენ მზად ვართ, მივიდეთ მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმ განცხადებებისა და ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს უმძიმეს ფონს ქმნის ამ მოლაპარაკებებში, მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებებზე აუცილებლად მივალთ. ერთადერთი რამისთვის მივდივართ, უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები