იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა

იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამი გუშინ გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია რომის ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში დაფიქსირდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ბრიტანეთიდან ჩავიდა.

იტალიის გარდა, ვირუსის ახალი მუტაცია ნიდერლანდებში, ავსტრალიასა და დანიაშია გამოვლენილი.

დღეს ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა 20-მდე ქვეყანამ შეაჩერა, ქვეყნების ნაწილმა კი ბრიტანეთიდან ჩასული ადამიანებისთვის სავალდებულო კარანტინის გავლა დააწესა.

აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა პირი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ დიდ ბრიტანეთში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას დაექვემდებარებიან 12-დღიან სავალდებულო კარანტინს საკარანტინო სივრცეში. ამასთან , როგორ  აღინიშნება,  ზომა ძალაშია მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა, არც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს.

დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შექმნილი ვითარების გამო საგანგებო სხდომას გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები