ნათია თურნავა: ანაკლიის პორტი კვლავ არის ჩვენი პრიორიტეტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტად რჩება.

მისივე თქმით, მთავრობის დავალებით, პროექტზე მუშაობა გაგრძელდება.

„ანაკლიის პორტი კვლავაც არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. ჩვენ, მთავრობის დავალებით, ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“, – აღნიშნა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები