გია ვოლსკი: ძალადობისკენ არის მომართული ყველა განცხადება იმ კონგლომერატიდან, რომელიც იკრიბება ნათელაშვილის ეზოში 

“რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით ვიცით რას გულისხმობს მელია, რას გულისხმობს ბერძენიშვილი და ყველა. ესენი გულისხმობენ ძალადობრივ მოქმედებებს”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.

მისივე თქმით, ძალადობისკენ არის მომართული ყველა განცხადება იმ კონგლომერატიდან, რომელიც ნათელაშვილის ეზოში იკრიბება.

“რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით ვიცით რას გულისხმობს მელია, რას გულისხმობს ბერძენიშვილი და ყველა. ესენი გულისხმობენ ძალადობრივ მოქმედებებს, როგორც 2003 წელში მოხდა იმ ელემენტებს დამატებული ის, რასაც ადგილი ჰქონდა გასული წლის ივნისში, პარლამენტში ძალადობრივი შემოჭრის გზით. ძალადობისკენ არის მომართული ყველა განცხადება, რომელიც თუნდაც ურთიერთსაწინააღმდეგო იყოს ამ კონგლომერატიდან, რომელიც იკრიბება ნათელაშვილის ეზოში”, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში აზვირთდება, დიახაც, შეიძლება, გადაიზარდოს მშვიდობიან რევოლუციაში“. ამასთან დაკავშირებით, ნიკა მელიამ მოგვიანებით სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა და აღნიშნა: “ვისაც სიტყვა რევოლუცია ეხამუშება… მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს იმას რომ სამოქალაქო პროტესტის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გადადგეს და ინიშნება ვადამდელი არჩევნები – ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ფუნდამენტიც კი. მანიფესტაციაც და აქციაც არის ფუნდამენტური უფლება და გამოხატვის ნაწილი. გავითვალისწინოთ რომ რეჟიმმა ხალხს წაართვა არჩევანის უფლება, ანუ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შანსი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები