მამაკაცთან დაკავშირებით, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, შსს განცხადებას ავრცელებს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.  შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება.

    პოლიციელებმა გ.მ.-სთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად შეძლეს სიტუაციის დროულად განმუხტვა და მისი  დაკავება.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას  გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები