დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ. კოვიდგანგაშის ახალი, მეოთხე დონის სისტემა Tier Four ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:

აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით;

სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;

სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;

ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი გასართობი იხურება;

პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდგანგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ;

აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამ დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ. მხარდამჭერი წრის წევრების მონახულება;

აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები