იტალიაში შობა-ახალი წლის პერიოდში კარანტინი ცხადდება

People take pictures of the Christmas tree at Duomo square as the government prepares to bring in further restrictions over the Christmas period to curb the spread of the coronavirus disease (COVID-19) in Milan, Italy, December 18, 2020. REUTERS/Flavio Lo Scalzo

იტალიის ხელისუფლება შობისა და ახალი წლის დღესასწაულებში რეგულაციებს ამკაცრებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააცნო. ახალი წესების თანახმად, არააუცილებელი მაღაზიები დაიკეტება 24, 25, 26, 27 და 31 დეკემბერს და 3, 5, და 6 იანვარს. ამ პერიოდში იტალიის მცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად ან გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ. დღესასწაულების პერიოდში დახურული რჩება ყველა ბარი და რესტორანი.
ქვეყნის პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„ვითარება კვლავ რთულია მთელ ევროპაში. ვირუსი ყველგან ვრცელდება. ჩვენი ექსპერტები სერიოზულად წუხდნენ, რომ შობის დღესასწაულზე იქნებოდა ახალი შემთხვევების დიდი მატება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ჯუზეპე კონტემ მოქალაქეებისადმი მიმართვისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები