იტალიაში, დღესასწაულებთან დაკავშირებით, სრული „ლოქდაუნი“ გამოცხადდება

​იტალიაში, 24 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით, საერთო ნაციონალური კარანტინი გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ იტალიის პრემიერ მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გამოაცხადა, რის შესახებაც გამოცემა La Repubblica-დან გახდა ცნობილი.

მათი ცნობით, დახურული იქნება ბარები, რესტორნები და მაღაზიები, გარდა სასურსათოსი. ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში, 28, 29, 30 და 4 იანვარს შესაძლებელი იქნება საქალაქთაშორისო გადაადგილება 30 კილომეტრის მანძილზე.

ჯუზეპე კონტე აღნიშნავს, რომ ასეთი ზომები ქვეყანას კორონავირუსის მესამე ტალღისგან დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები