პოლიტიკურად გაკოტრებული „პლასტელინა” კვლავაც ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას – ნიკოლოზ მეტრეველი მარგველაშვილზე

„გაურკვეველი იდეოლოგიით, მოჩვენებითი ინტელექტუალური მონაცემებით, საეჭვო მორალური ხედვებით ცნობილი და პოლიტიკურად გაკოტრებული „პლასტელინა”კვლავაც ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ცხადია მას არ გამოუვა” – ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ „ღამის კურიერში გაკეთებულ განცხადებებს.

„გიორგი მარგველაშვილმა ღამის კურიერის ეთერში კვლავ განაცხადა, რომ შესაძლოა, არჩევნები კი ჩატარდა სამართლიანად, მაგრამ ვინაიდან ოპოზიცია ითხოვს ახალ არჩევნებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე აუცილებლად უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისისგან თავის დაღწევაო – ვერაფერს იტყვი ჭეშმარიტი ჰუმანისტი ფილოსოფოსის სიტყვებია! იუმორის გარეშე თუკი შევაფასებთ, რეალობა შემდეგია: გაურკვეველი იდეოლოგიით, მოჩვენებითი ინტელექტუალური მონაცემებით, საეჭვო მორალური ხედვებით ცნობილი და პოლიტიკურად გაკოტრებული „პლასტელინა”კვლავაც ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ცხადია მას არ გამოუვა,” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები