თურქეთის საავადმყოფოში ჟანგბადის აპარატი აფეთქდა – დაღუპულია 8 ადამიანი

თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში, სამედიცინო დაწესებულებაში, ჟანგბადის აპარატის აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Anadolu ავრცელებს.

მათი ცნობით აფეთქება ინტენსიური თერაპიის, კორონავირუსით დაავადებულთა განყოფილებაში მოხდა. ადგილზე მისულმა სახანძრო სამსახურმა აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძრის ჩაქრობა მალევე მოახერხეს. კლინიკის რვა პაციენტი ადგილზე დაიღუპა, კიდევ 14 ადამიანი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარის დეტალებს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები