საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 53 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 506  კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 318 PCR ტესტით, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 055 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 175 842-მდე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  206 907-ს.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 341 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 412 პირი, აჭარაში – 6 554, იმერეთში – 6 201″, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები