დაღუპული და უგზოუკვლოდ დაკარგულები – ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ჩინეთში, ხეილუნცზიანის პროვინციაში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, შედეგად დაიღუპა ერთი პირი, ხოლო ორი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო სინხუა ავრცელებს.

მედიის ცნობით აფეთქება წუხელ გვიან ღამით მოხდა, ხოლო ღია ცეცხლის ლოკალიზება დღეს დილისთვის მოხერხდა. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აფეთქების შედეგად ჰაერის საშიში ნივთიერებებით დაბინძურებას ვარაუდობენ და გარემოს ამოწმებენ. მომხდარის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები