„ჯივიპი“: 2018-2020 წლებში კომპანიამ შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, ბეთანისა და კვესეთში ახალი სისტემები მოაწყო და მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყო
2018-2020 წლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, ბეთანისა და კვესეთში ახალი სისტემები მოაწყო და მოსახლეობა 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყო.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ამ ტერიტორიებს წლების მანძილზე სასმელი წყალი, პრაქტიკულად, არ მიეწოდებოდა.
„წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ყველა რაიონში, 400-ზე მეტ ქუჩაზე 250 კმ წყალსადენისა და წყალარინების ქსელი განახლდა. რეაბილიტაცია ჩატარდა ჭავჭავაძის გამზირზე, კახეთის გზატკეცილზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, შარტავას, კანდელაკი-ბუდაპეშტისა და სხვა ქუჩებზე. კომპანიამ 2018-2020 წლებში ჯამში 300 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა – შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა დაზიანებები და წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ზრუნვას მომდევნო წლებშიც გააგრძელებს“, –ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.