ბიძინა კულუმბეგოვი – „Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინები ჩვენი ქვეყნისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი”

„Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინები მდიდარ ქვეყნებს უკვე შეძენილი აქვთ, ამიტომ, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ეს არ იქნება ხელმისაწვდომი“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა.
კულუმბეგოვის თქმით, ჩვენ, ალბათ, მივიღებთ რამდენიმე პერსპექტიულ ვაქცინას, მათ შორის არის „ასტრაზენეკა“.
„კომპანიებს არ აქვთ ულიმიტო შესაძლებლობები, 300 მლნ დოზა ევროკავშირმა იყიდა, აშშ-მა 100 მლნ. ასევე – იაპონიამ, ისრაელმა. ასე რომ, მდიდარმა ქვეყნებმა უკვე შეიძინეს. კანადას შეძენილი აქვს ვაქცინების ისეთი რაოდენობა, რომელიც მას მისცემს საშუალებას, წინასწარი გადახდით ხუთჯერ აცრას თავისი მოსახლეობა. ამიტომ, მდიდარმა ქვეყნებმა მსოფლიო ვაქცინების 52% მიისაკუთრეს.
შესაბამისად, ჩვენ სხვა ვაქცინებზე აქცენტის გაკეთება მოგვიწევს“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები