Covid-19  მსოფლიოში – ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მსოფლიოში მკაცრი შეზღუდვები წესდება

 16 დეკემბერს აშშ-ში გარდაცვალების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3 459. ბოლო ერთი კვირის მაჩვენებელი საშუალოდ 2 500-ია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კვლავაც მოსალოდნელია გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდა.

პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად, დაახლოებით, 50 მილიონი ადამიანი საჭიროებს საკვებით დახმარებას. მაგალითად, ნიუ იორკის შტატში, ერთ-ერთი გარეუბნის სავაჭრო ცენტრის პარკინგზე მოწყობილია სივრცე, სადაც მიდიან ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ საკვებით დახმარებას. ერთ-ერთი ორგანიზაციის, York County-ს მონაცემების მიხედვით, აშშ-ის დაახლოებით 13.3% საჭიროებს საკვებით დახმარებას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საშობაო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით-8 დღიანი „ლოქდაუნის“ გამოცხადება იგეგმება. სავარაუდოდ, სრული „ლოქდაუნი“ 24-27 დეკემბრის ჩათვლით და  31 დეკემბრიდან 2021 წლის 3 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. აღნიშნულ დღეებში, სავარაუდოდ, მოსახლეობას სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლება. ზომების გამკაცრების შესახებ პრემიერმინისტრი, ჯუზეპე კონტე უმოკლეს დროში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს; 17 დეკემბერს იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 18 236 შემთხვევა დაფიქსირდა,  683 ადამიანი კი გარდაიცვალა.

დიდ ბრიტანეთში  საშობაოდ 5-დღიანი რეგულაციები 23-27 დეკემბერს იმოქმედეს.

შეკრებები დაუშვებელია ბარ-რესტორნებსა და ე.წ. ფაბებში; შეკრება ნებადართულია ვიწრო, ოჯახურ წრეში;

განსაზღვრულია, რომ დაშვებულია მხოლოდ 1 შინამეურნეობის შეხვერები – მხოლოდ არასრულწლოვნებს, რომელთა მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, შეუძლიათ, იყვნენ ორი სხვადასხვა წრის წევრები. 14 წელს ქვემოთ მცირეწლოვანის მოვლა/დატოვების მიზნით შესაძლებელია წრეებს შორის კონტაქტი, მხოლოდ „აუცილებლობის შემთხვევაში“

ჩრდილოეთ ირლანდიიდან დაშვებულია მოგზაურობა 22-28 დეკემბერს, თუმცა, ოჯახურ შეკრებებზე მონაწილეობა ნებადართულია მხოლოდ 23-27 დეკემბრის პერიოდში;

დანიის პრემიერის განცხადებით, საშობაო პერიოდში, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაიკეტება სავაჭრო მოლები და მაღაზიები. 17 დეკემბერს დაიკეტება სავაჭრო მოლები, არაძირითადი მოხმარების მაღაზიები კი, შობის დღიდან. ასევე, კვირის დასაწყისში ქვეყანაში უკვე დაიკეტა ბარები, რესპორნები, სკოლები, კულტურული დაწესებულებები და სავარჯიშო დარბაზები.

16 დეკემბერს ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 078 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  195 ადამიანი კი გარდაიცვალა;

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ, რის შედეგადაც შესაძლებელია, ესპანეთში საშობაოდ ახალი შეზღუდვები დაწესდეს;

ესპანეთის მთავრობის განცხადებით, საახალწლო გეგმა 2 კვირის წინ შემუშავდა, მაშინ – როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გეგმაში ცვლილებები შევიდეს;

ზოგიერთ რეგიონში ზომების გამკაცრება უკვე გადაწყდა. ლა რიოხას რეგიონული საზღვრები 2021 წლის 15 იანვრამდე ჩაკეტილი დარჩება. აღნიშნულ რეგიონში, ოჯახის წევრების მონახულების მიზნით, რეგიონული საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მ/წ 23-26 დეკემბრის პერიოდში და მ/წ 30 დეკემბრიდან 2021 წლიდან 2 იანვრამდე იქნება შესაძლებელი; კანტაბრიის რეგიონში მომსახურების სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები კიდევ 14 დღემდე გაგრძელდება და 2021 წლის 1 -ელ იანვრამდე დარჩება ძალაში;

ბოლო 14 დღის განმავლობაში ესპანეთში 100 000 მოსახლეზე 201,16 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება;

ტურიზმის სფერომ 2020 წლის პირველ 10 თვეში 935 მილიარდი დოლარით იზარალა. საგანგაშო სტატისტიკას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) აქვეყნებს. „2019 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 900 მილიონით, საერთაშორისო ვიზიტების რიცხვი კი 72%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ტურიზმის განვითარების მაჩვენებელი 1990 წლის დონეს დაუბრუნდა,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. კატასტროფული ზარალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებითაა გამოწვეული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლების განცხადების მიხედვით, აუცილებელია, რომ საშობაო პერიოდში ადამიანებმა გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა თავიდან იქნას აცილებული პანდემიის გავრცელება. მათი თქმით, ევროპა ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონია და კარგი იქნება ყურადღების გამოჩენა. მათი თქმით დისტანცია და  პირბადის ტარება  ამჟამად  არის თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება.

17 დეკემბერს ქ. რიგის ქალაქის საკრებულომ კოვიდ-შეზღუდვების წინააღდეგ  20 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორსა და აქტივისტს, ვალენტინ იერემეევს, აქციის გამართვაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილა. მიზეზად 12 დეკემბერს ამავე ჯგუფის მიერ გამართული აქცია დასახელდა, რა დროსაც მომიტინგეების მხრიდან ეპიდემიოლოგიური რეგულაციების მასობრივი დარღვევა მოხდა. მთავრობის განცხადებით, არასანქცირებული აქციის გამართვის მცდელობის შემთხვევაში, სამართალდამცველები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. აღსანიშნავია, რომ  აქციის ორგანიზატორის მიმართ კორონავირუსთან დაკავშირებით ე.წ. fake news-ის გავრცელების გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ლიეტუვას პრემიერმინისტრის, ინგრიდა შიმონიტეს განცხადებით, ჩატარებული ტესტების სიმცირის გამო, არსებობს რისკი, რომ ოფიციალური მონაცემები ქვეყანაში რეალურად არსებულ დრამატულ ვითარებას ვერ ასახავს.

პრემიერმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ თუ მოქალაქეები არსებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან, მაშინ ქვეყანა კორონავირუსის მორიგი ტალღის საფრთხის წინაშე დადგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი წლის დასაწყისში ქვეყნის პარლამენტს საგანგებო ვითარების გამოცხადება და ე.წ. კომენდანტის საათის დაწესება მოუწევს. შედეგად, მოსახლეობას საცხოვრებელი სახლის დატოვება მხოლოდ წინასწარ მიღებული ნებართვის საფუძველზე შეეძლება;

პოლონეთის მთავრობის   17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები გახანგრძლივდა და დამატებითი ზომები დაწესდა,  მოქმედების ვადად 2021 წლის 17 იანვარი განისაზღვრა. ახალი რეგულაციების თანახმად, 28 დეკემბრიდან ქვეყანაში სასტუმროები დროებით დაიხურება, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებიც. მაღაზიებიდან მხოლოდ სასურსათო, საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები და აფთიაქები იმუშავებენ. დაიხურება ფიტნესკლუბები, სპორტული დარბაზები და აკვაპარკები. რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ.

ჩრდილოეთ ირლანდიაში სირთულეებია კოვიდის მართვის პროცესში. სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლის განცხადების მიხედვით, საავადმყოფოები არის გადატვირთული კოვიდ ინფიცირებულებით და იყო შემთხვევა, როდესაც სასწრაფოს 17 მანქანას საავადმყოფოს შესასვლელთან უწევდა ლოდინი ავადმყოფების მისაღებად.

ასევე, სამედიცინო სერვისების ხელმძღვანელმა მოუწოდა საზოგადოებას თანამშრომლობისკენ, რათა შემცირდეს ზეწოლა საავადმყოფოებზე და სამედიცინო დახმარება მიიღოს ყველა პაციენტმა, ვინც ამას საჭიროებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი უკეთ უმკლავდებოდნენ პანდემიას აპრილსა და მაისში, როცა უფრო მეტი ადგილი ჰქონდათ საავადმყოფოებში.

17 დეკემბერს გერმანიაში სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 952 ადამიანი გარდაიცვალა; აღსანიშნავია, რომ გერმანია 16 დეკემბრიდან  ახალ ლოქდაუნზე გადავიდა – დაკეტილია მაღაზიები და სკოლები

შვედეთში COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ იზრდება. მ/წ 16 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 8 815 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ეპიცენტრს ქ. სტოკჰოლმი წარმოადგენს. შვედეთის მეფის, კარლ გუსტავ XVI-ის განცხადებით, ქვეყანა ვირუსის მართვას ვერ გაუმკლავდა;

ბულგარეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა სავაჭრო ცენტრების, რესტორნების, კაფეებისა და სპორტული დარბაზების დახურვა, 2021 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

17 დეკემბერს რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 28 214 და გარდაცვალების 587 ფაქტი დაფიქსირდა;

ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირების 12 047 და გარდაცვალების 252 ფაქტი გამოვლინდა

16 დეკემბერს თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 29 718 და გარდაცვალების 240 შემთხვევა დაფიქსირდა. ლეტალობის აღნიშნული მაჩვენებელი თურქეთისთვის მორიგი ანტირეკორდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები