ვახტანგ გომელაური: ჩვენი ქვეყნის საზღვარს ღირსეული ადამიანები იცავენ

“2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატო-სთან თანამშრომლობის მიმართულებით”, – განაცხადა შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, 2020 წელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის აშშ-ის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

“აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 4 სასაზღვრო სექტორი: – დედოფლისწყაროს სამმართველოს სექტორი ,,ლეკისყურე” – ბათუმის სამმართველოს სექტორი ,,ჩირუხი” – ყაზბეგის სამმართველოს სექტორი ,,ჯუთა” – ყაზბეგის სამმართველოს სექტორი ,,თრუსო” საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციაში განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები. – აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, ოცი ერთეული ყველგანმავალი – ,,არგო” გადმოეცა; – სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკს მაღალი გამავლობის 90 ავტომანქანა შეემატა; – სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემა. თურქული მხარის მხარდაჭერით, გარემონტდა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები „სოხუმი” და „ფოთი”. ასევე, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო ჩვენი მფრინავების თავდაუზოგავი შრომა, მათ უწევთ როგორც სტიქიასთან გამკლავება, ასევე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მათ არაერთი ფრენა განახორციელეს როგორც სასაზღვრო, ასევე, სახანძრო და სამაშველო საგანგებო სიტუაციებისას და, გარდა ამისა, ასრულებენ სამოქალაქო ავიარეისებს მთის მოსახლეობის დასახმარებლად. – 2020 წელს ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმი გაფორმდა სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობას შორის (MARCOM), რის საფუძველზეც მნიშვნელოვნად გაფართოვდა თანამშრომლობის სფეროები; -აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სექტორის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დასრულდება თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები