პუტინი – ნავალნის მოწამვლაზე: რომ გვდომოდა, საქმეს ბოლომდე მივიყვანდით

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს.

ამის შესახებ მან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას პუტინმა უწოდა “ამერიკული სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზება”, რომლებიც გეოლოკაციის მონაცემებს იყენებენ.

ამასთან, პუტინს არ მოუყვანია კონკრეტული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჟურნალისტებმა მასალაში გამოყენებული ინფორმაციას სპეცსამსახურებისგან მიიღეს. პუტინმა ოპოზიციონერის გვარი არცერთხელ არ უხსენებია, მას “ცნობილ ბლოგერსა” და “ბერლინის კლინიკის პაციენტს” უწოდებს.

“ბერლინის კლინიკის პაციენტი შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს, შესაბამისად, რუსეთის სპეცსამსახურებმა უნდა მიადევნონ მას თვალი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა მოწამლო. ვის რაში სჭირდება. რომ გვდომოდა, საქმეს ბოლომდე მივიყვანდით”, – თქვა კრემლის ლიდერმა.

მისივე თქმით, თავად გასცა განკარგულება, რომ პოლიტიკოსი სამკურნალოდ ბერლინში გაეშვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები